top of page

ჩემი ფიტნესი

ოპტიმალური ვარჯიშის გეგმის შერჩევა წონის კლებისა და კუნთის მასის მომატებისთვის

პერსონალიზებული ფიტნეს გეგმა 

რეკომენდაციები შესრულებასა და ვარჯიშის შემდეგ ძალის აღდგენის შესახებ

რა არის ფიტნესის დნმ ტესტი?

ფიტნესის დნმ ტესტი გაძლევთ ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს თქვენი გენეტიკა:

  • ვარჯიშის შემდეგ აღდგენის უნარზე

  • მეტაბოლიზმზე

  • ძირითადი კუნთების და სახსრების სიძლიერეზე

  • ჟანგბადის ეფექტურად მოხმარებაზე

ეს ცოდნა საშუალებას გაძლევთ შეიმუშაოთ ვარჯიშის გეგმა, რომელიც მორგებულია თქვენს გენეტიკაზე და დაგეხმარებათ იპოვოთ ოპტიმალური გზა სასურველი შედეგის მიღწევისათვის.

2

ვისთვის არის რეკომენდირებული ფიტნეს დნმ ტესტი? 

ტესტი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ რეაგირებს მათი სხეული:

  • ვარჯიშის სიხშირეზე

  • ვარჯიშის ხანგრძლივობაზე

  • ვარჯიშის განმეორებადობაზე

ტესტი გიჩვენებთ, როგორ გაზარდოთ თქვენი ძალა, სწორად როგორ გაანაწილოთ დრო სავარჯიშო დარბაზში, როგორი ტიპის ვარჯიში არის თქვენთვის ეფექტური. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ მიზნებს — იქნება ეს წონის კლება, კუნთის მასის გაზრდა თუ სხვა.
 

​​მაგალითად, ტესტის მეშვეობით შეიძლება გაიგოთ, გაქვთ თუ არა ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მაღალი რისკი — რაც ნიშნავს, რომ ამის საფუძველზე შეგიძლიათ შეამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა კვების რაციონში.

3

როგორ უნდა ჩაიტაროთ ტესტი?

თქვენ შეგიძლიათ ტესტი ჩაიტაროთ, უმარტივესაც, სახლიდან გაუსვლელადაც კი

მასალა იღება პირის ღრუს ლორწოვანიდან, სპეციალური ტესტ–ჩხირების გამოყენებით, უმტკინვეულოდ, უსისხლოდ და არაინვაზიურად.

კვლევა ტარდება ამერიკულ ლაბორატორიაში და სამედიცინო დასკვნა გაიცემა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 3–4 კვირაში.

4

რას იკვლევს ფიტნესის დნმ ტესტი?

  • რა სიხშირით და ინტენსივობით უნდა ვივარჯიშოთ

  • რომელი ვიტამინები და საკვები ნივთიერებებია ეფექტური ორგანიზმისთვის

  • როგორია ენერგიის აღდგენის უნარი

  • როგორია სხეულის მეტაბოლიზმი

  • როგორია სხეულის აგებულება და სახსრების სიმტკიცე

  • როგორია მოტივაცია ვარჯიშის მიმართ

  • კუნთოვანი ბოჭკოების ტიპს:

    • ნელი ბოჭკოები (slow-twitch) აადვილებს გამძლეობით დატვირთვებს, როგორიცაა მარათონზე სირბილი

    • სწრაფი ბოჭკოები (fast-twitch) კი ხელს უწყობს სწრაფი ენერგიის ამოფრქვევებს — მაგალითად, ხტომის დროს

ამ ტესტით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, რომელ ტიპის ვარჯიში უკეთესია თქვენთვის — რაც დაგეხმარებათ გაიგოთ, უნდა ფოკუსირდეთ გამძლეობაზე, ძალაზე, თუ ორივეზე ერთად.

Fitness Couple High Five

დაგვიკარვშირდით

bottom of page