ჩემი ნუტრიცია

ოპტიმალური დიეტის ტიპი და წონის კლებისთვის
15 ძირითადი ვიტამინი და მინერალი
ოპტიმალური დიეტის ტიპი და წონის კლებისთვის
1
რა არის ნუტრიციის დნმ ტესტი?
ჩვენი კვების გენეტიკური ტესტი დაგეხმარება აღმოაჩინო 43 გენეტიკური მახასიათებელი, რომლებიც დაკავშირებულია:
-
კვებასთან
-
ჭამის ქცევებთან
-
ვიტამინებისა და მინერალების საჭიროებასთან
-
მეტაბოლიზმთან და საკვების დამუშავებასთან
ჩვენი გენები გავლენას ახდენენ პრაქტიკულად ყველა პროცესზე, რაც საკვებს უკავშირდება — როგორ ვგრძნობთ თავს ჭამის დროს, როგორ ვიღებთ და ვამუშავებთ ვიტამინებსა და ნუტრიენტებს.
2
ვისთვის არის რეკომენდირებული ნუტრიციის დნმ ტესტი?
მიუხედავად იმისა, რომ ტესტით სარგებლობა ყველას შეუძლია, განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც:
-
სურს წონის კლება ან კუნთოვანი მასის მომატება, თუმცა სწორ დიეტას ვერ პოულობს
-
აქვს საკვებისადმი ალერგიების ან აუტანლობების ეჭვი
-
აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი
თუ გსურთ თქვენი კვება და კვების ჩვევები გააუმჯობესოთ, ჩვენი კვების გენეტიკური ტესტი შესაძლოა სწორედ ის გზამკვლევი აღმოჩნდეს, რომელიც გჭირდებათ.
3
როგორ უნდა ჩაიტაროთ ტესტი?
თქვენ შეგიძლიათ ტესტი ჩაიტაროთ, უმარტივესაც, სახლიდან გაუსვლელადაც კი!
მასალა იღება პირის ღრუს ლორწოვანიდან, სპეციალური ტესტ–ჩხირების გამოყენებით, უმტკინვეულოდ, უსისხლოდ და არაინვაზიურად.
კვლევა ტარდება ამერიკულ ლაბორატორიაში და სამედიცინო დასკვნა გაიცემა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 3–4 კვირაში.
4
რას იკვლევს ფიტნესის დნმ ტესტი?
ყოველ ადამიანს გააჩნია გენეტიკური ვარიაციები, რომლები ც განაპირობებს საკვებზე სხვადასხვა რეაქციას. თუ იცით თქვენი გენეტიკური ვარიაცია, მაშინ იცით, რა უნდა ჭამოთ ან როგორ შეცვალოთ კვების რეჟიმი, რათა შეინარჩუნოთ ჟანსაღი ცხოვრების წესი. ტესტის ჩატარების შემდეგ, მიღებული შედეგების საფუძველზე, შეძლებთ თქვენი კვების ჩვევების კორექტირებას.
